გედი ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტში გიორგი გახარიას მისვლას ითხოვენ

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” მდივანმა გედევან ფოფხაძემ და საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

“აქ უმრავლესობა მეგობრები ვართ და ბევრი რამე ერთად გამოგვივლია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბოლომდე პასუხისმგებლობა გავიზიაროთ მთავრობასთან ერთად და ჩვენს გვქონდეს იმის განცდა, რომ ბოლომდე კეთილსინდისიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამიტომ მგონია, რომ არ არის სწორი მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე საუბარი და ამიტომ იყო ჩემთვის ძალიან პრინციპული, რომ გიორგი გახარია, ქვეყნის პრემიერი ყოფილიყო ამ სხდომაზე…

სესიაზე ამის გამო გარკვეული უხერხულობა შეიქმნება, რომ არ არის პრემიერი და ვერ ვისმენთ ამომწურავად იმ კითხევბზე პასუხს, რაც მოგვცემდა საშუალებას იმ მწვანე ღილაკზე აბსოლუტურად კეთილსინდისიერად და ვალმოხდილად მიგვეჭირა ხელი.” – აცხადებს გედი ფოფხაძე.

“რატომ გარბის პრემიერმინისტრი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მაგალითად მოერიდოს პარლამენტში ჩემს შეკითხვას, პრემიერმინისტრო რატომ არ მოდის პარლამენტში? მაინტერესებს, არ სცემს პარლამენტს პატივს, არ სჭირდება კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩაატარებს ბრიფინგს და ამას ისედაც ყველაფერს უპაუხებს?” – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად