A1 ბანერი

გედევან ფოფხაძეს გია ვოლსკი შეცლის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიის თავმჯდომარის პოსტზე

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გედევან ფოფხაძეს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი შეცვლის. დროებით საპარლამენტო კომისიას, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა

IPRESS -თან საუბარში გია ვოლსკიმ არ უარყო, რომ კომისიის თავმჯდომარე გახდება, თუმცა, განმარტა, რომ მისი თანდასწრებით აღნიშნული საკითხი ჯერ არ განხილულა.

“ჩემი თანდასწრებით ეს საკითხი არ განხილულა, მაგრამ დღის წესრიგში მალე დადგება. ალბათ, ჯერ საპროცედურო კომიტეტი კვოტებს დაადგენს და ამ კვოტების მიხედვით კომისიის შემადგენლობაზე იქნება საუბარი. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გედევან ფოფხაძეს უფლებამოსილება ამოეწურა. გია ვოლსკი განმარტებით, ასეთ დროს, მან ანგარიში უნდა ჩააბაროს პარლამენტში, რის შემდეგაც პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის, ან გაგრძელების თაობაზე.

“ანგარიში არ მოგვისმენია. როგორც ჩანს, ანგარიშ მომზადებული არ ჰქონდა, ან სურვილი არ ჰქონდა და შესაბამისად, ავტომატურად კომისიაც გაუქმდა და მისი თანამდებობაც. უკვე მივიღეთ დადგენილება, რომ კომისია ისევ შეიქმნება, დაკომპლექტდება იმ კვოტებით, რომელიც დღეს გვაქვს და უახლეს მომავალში მივიღებთ. ჩემს საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვექნება”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...