გედევან ფოფხაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ ახალდაბის, რველის, ტაძრისის, #3 და #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

"მინდა, ყველა მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და კარგად სწავლა ვუსურვო. ეს დღე მინდა მივულოცო პედაგოგებსაც. ვუსურვებდი, რომ ყველა პირობა ქონდეთ საკუთარი მისიის შესასრულებლად“, – მიმართა გედევან ფოფხაძემ დაბა ახალდაბის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

მისივე თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ახალდაბის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად