გედევან ფოფხაძე: უშიშროება და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური პროცესის მხარე გახდა

“უშიშროება და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური პროცესის მხარე გახდა. თუ არჩევნებამდე ეს პროცესი შენარჩუნდა, მომავალი პარლამენტი ვერანაირად ლეგიტიმური ვერ იქნება”.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით,  ძალოვანი სტრუქტურები საარჩევნო პროცესში არა თუ მასობრივად არიან ჩართულნი, არამედ გახდნენ მხარე და რეგიონები, რაიონები და საარჩევნო შტაბები გადაიბარეს.

“ეს არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ მომავალ პარლამენტს ესტაფეტა ვერ გადავცეთ. არ შეიძლება ასეთი გზით არჩეული პარლამენტი ლეგიტიმური იყოს. თუ ეს პროცესი შენარჩუნდა და არჩევნები ასე ჩატარდა, პირდაპირ გეუბნებით – ეს იქნება ყველას სირცხვილი, ვისაც 2012 წლის პირველ ოქტომბერთან რაღაც შეხება გვქონდა. ასეთი გზით, არ შეიძლება ხელისუფლებამ თავისი საკანონმდებლო ორგანო აირჩიოს. ვიცი, რომ ჩემი კოლეგების დიდ ნაწილს ჰქონდა ამასთან შეხება, უშიშორება ებრძოდა მათ და უქმნიდა პრობლემებს. მეც მიქმნიდნენ და მომიყოლია თქვენთვის. ახლა უშიშროება და ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკური პროცესების მხარე გახდა. თუ არჩევნებამდე ეს პროცესი შენარჩუნდა, მომავალი პარლამენტი ვერანაირად ლეგიტიმური ვერ იქნება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად