გედევან ფოფხაძე: თუ არჩევნები გაყალბების ფონზე ტარდება, იქ პროპორცია ჩემთვის მეორე ხარისხოვანია

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“მე პროპორციაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, როგორ ტარდება თვისობრივად არჩევნები. თუ არჩევნები ტარდება გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის აი ამ საინფორმაციო ველის გაყალბების ფონზეც, იქ პროპორცია ჩემთვის მეორე ხარისხზე გადადის და მაინტერესებს საარჩევნო გარემო. თუ შენ არჩევნებს მიყალბებ, რატომ უნდა გამოვრიცხო, რომ ვთქვათ გაყალბების ხარისხი იმდენად მაღალი არ იქნება, რომ 10 და 15%-იანი გაყალბება არ იქნება. ეს რა თქმა უნდა, არჩევნების ლეგიტიმაციას გამორიცხავს.

მაგრამ თუ ხელისუფლება მარტის პირველ რიცხვებამდე შემოიტანს კონსენსუსზე მიახლოებულ ვარიანტს, ჩვენ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობის შევსებაზე ვიფიქროთ. ხელისუფლება ახლაც თამაშობს. მათი მიზანია, რომ დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, მე მინდა წავიდე კონსესუსზე და ოპოზიცია არ თანხმდებაო”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად