გედევან ფოფხაძე: ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ხელისუფლებას მასზე მორგებული სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს

თუ პროკურორი მითითებებს ელოდება, ვერ გამოიძიებს, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ ამაზე. როდესაც უშვებ პირველ სამ დღეს ხელიდან და მერე ამ პროცესზე დადევნება, გინდა მედიის საშუალებით მოხდეს ეს და გინდა ქუჩის აქციებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

კრიმინალებს ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო მფარველობს რაღაცა ფორმით და “ქურდების” ინსტიტუტი საბჭოთა კავშირმა მაგიტომ გამოიგონა

“მე ორმაგ სტანდარტზე შემიძლია ვილაპარაკო, ვიდრე კრიმინალის მფარველობაზე. ჰყავთ თავისი დამნაშავეები, რომლებიც მათი ინტერესების სფეროში ვერ ექცევიან. კრიმინალებს ყველა ტოტალიტარული სახელმწიფო მფარველობს რაღაცა ფორმით. “ქურდების” ინსტიტუტი საბჭოთა კავშირმა მაგიტომ გამოიგონა, რომ მათ სჭირდებოდათ.

საბჭოთა კავშირში არ ვართ, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ დემოკრატიულში რამდენად ვცხოვრობთ, ეს თქვენი გადაცემის სჯელობის ახალი თემა შეიძლება გახდეს. მთავარი პრობლემა ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ატროფირება. ვერ ვიტყვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ავტორიტეტული ინსტიტუტები გვქონდა, მაშინაც საზოგადოება უყურებდა, როგორც ერთი გაბატონებული ჯგუფის ძალადლობას საზოგადოებაზე. არა მგონია, რომ არსებითად რაიმე შეცვლილიყოს.

ხელისუფლებას ჰყავს მასზე მორგებული სახელმწიფო ინსტიტუტები და ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტები ემსახურებიან არა საჯარო ინტერესს, არამედ ვიღაცის კერძო ინტერესს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა, უშუალოდ ის პოლიტიკური ისტიბლიშმენტი, რომელიც ხელისუფლებაშია. იგივე მერები და გამგებლები, რომლებიც მათია. პრობლემა არის კონფლიქტში, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არის. ყველა ხელისუფლება ირგებს ამ ინსტიტუტებს თავის თავზე და მერე რატომ გვიკვირს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საჯარო ინტერესს აღარ პასუხობენ?! ისინი მითითებებს ელოდებიან. თუ პროკურორი მითითებებს ელოდება, ვერ გამოიძიებს, თავიდანვე უნდა შევთანხმდეთ ამაზე. როდესაც უშვებ პირველ სამ დღეს ხელიდან და მერე ამ პროცესზე დადევნება, გინდა მედიის საშუალებით მოხდეს ეს და გინდა ქუჩის აქციებით, პრაქტიკულად შეუძლებელია”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად