გედევან ფოფხაძე: მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას

„იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ განაცხადა.

„ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ “გირჩს”, უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ. წლების მანძილზე ლუკმას მართმევდნენ პირიდან, მჩაგრავდნენ და დღეს უნდათ რომ მოვიდნენ ქვეყანაში რომ ჩემზე იბატონონ.

მე ვეუბნები ამ ხალხს, რომ თქვით თქვენთვის, რომ ჩვენ არ გვინდა ეს მჩაგვრელები, ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი ამ მჩაგვრელებს და გავუშვათ პოლიტიკურ „პარაშაზე“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

არჩევნები 2020სტუმარი: გედევან ფოფხაძე, "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი

Posted by დილის საუბრები on ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად