გედევან ფოფხაძე: ხელისუფლებამ ფუნქციები ამოწურა, რასაც მას მედია ახსენებს, ამიტომ მედია გახდა მისი მტერი

ხელისუფლებამ ფუნქციები ამოწურა, რასაც მედია ახსენებს, ამიტომ მედია გახდა მისი მტერი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გედევან ფოფხაძემ “აიპრესს” განუცხადა.

„რეალურად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ეს. ერთია ის, რომ თავისი აგრესია მედიის მიმართ, რომელიც ჩამოუყალიბდა ქართული მედიის მიმართ, ეს არის ხელისუფლების თვისება, რომელიც უკვე თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს ამოწურული და ვერაფერს ვეღარ ასრულებს. ვერც დაპირებებს და ვერც ამოცანებს. ნებისმიერი მიმართულება ჩავარდნილია და ეს არავინ არ უნდა გაახსენოს, ამიტომ მისი მტერი გახდა მედია. მას აქვს მედიის მიმართ აგრესია, რომელიც ახსენებს, რომ ამაში ხარ მტყუანი და იმაშიო. ამიტომ, ეს გადმოანთხია ქუჩაში და უბიძგა ადამიანებს, რომ ძალადობა განახორციელონ მედიის მიმართ.

მეორე მიმართულებაა ის, რომ ეს არის დავით გარეჯის თემის გაგრძელება, როდესაც არჩევნებზე ხდებოდა სპეკულირება, რათა ეროვნულ პატრიოტულ ძალად გაესაღებინათ თავისი თავი. ადამიანები დაიჭირეს, მაგრამ არაფერი არ შეცვლილა დავით გარეჯთან მიმართებით. სამაგიეროდ, წინასაარჩევნო განწყობა შექმნეს, რომ აი ჩვენ ვიბრძვით ეროვნულობისთვის. დღეს უკვე მართლმადიდებლობის თემაც წამოწიეს. აი ჩვენ ეკლესიის ინტერესებს ვიცავთ, არადა ყველაზე ბინძურად იყენებენ“, – თქვა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები
იტვირთება...