გედევან ფოფხაძე: ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა მიგვეღო, სადაც არ იქნებოდა ძალადობა, მოსყიდვა და ფულის ფაქტორი

ისეთი საარჩევნო სისტემა უნდა მიგვეღო, სადაც არ იქნებოდა ძალადობა, მოსყიდვა და ფულის ფაქტორი, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

გედევან ფოფხაძე: ვის რად უნდა დაფინანსების გაზრდა ან არგაზრდა, როდესაც მილიონები იხარჯება საარჩევნო პროცესში და ხარჯის ის  ოფიციალური ნაწილი, რაც დეკლარირებული აქვთ პარტიებს და რასაც იღებენ სახელმწიფოსგან არაფერი არ არის იმასთან შედარებით რა რესურსსაც ხარჯავს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია მამუკა ხაზარაძეც დიდ თანხებს დახარჯავს და ახლა ამ ფონზე ქართველი ხალხი, როგორც ამომრჩევლის ფაქტორი ქრება და ამაზე არავინ არ ლაპარკობს.

_ ანუ იმაზე მიანიშნებთ, რომ ფინანსების ხარჯვის ლიმიტირება უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესში?

_ არა, ლიმიტირებაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ თავიდანვე უნდა შევთანხმებულიყავით იმ საარჩევნო სისტემაზე, სადაც ფულის ფაქტორი არ იქნება, ისევე როგორც ამომრჩეველზე ძალადობის თუ მოსყიდვისა და დაშინების ფაქტორები მინიმალურ დონეზე იქნებოდა მიყვანილი. ამის გაკეთება მარტივად შეიძლება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად