გედევან ფოფხაძე: ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიზის თავდაპირველი პასუხი არასწორად უთხრეს.

როგორც გედევან ფოფხაძემ გადაცემაში “ღამის მთავარი” ჩართვისას განმარტა, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და როდესაც სამედიცინო დაწესებულების დასატოვებლად ემზადებოდა, მოულოდნელად შეატყობინეს, რომ პასუხი დადებითი იყო:

“დილას მომდის უარყოფითი დასკვნა…ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ნივთებს და კარებთან მაჩერებენ, ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი… აღმოჩნდა, რომ დადებითია და მე ვერ გავიგე საიდან გაჩნდა პირველადი დასკვნა უარყოფითი. ჯერ მითხრეს რომ უარყოფითია დასკვნა, მერე მითხრეს, რომ დადებითია.დამირეკეს და ამიხსნეს, რომ ძალიან ბევრი ტესტის გაკეთება მოუწიათ და რაღაცეების გამო შეეშალათ და ბოდიში მომიხადეს” -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ: გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა და მკუნალობას ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს .

9 სექტემბერს,პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილის დ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტიის დანარჩენი ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად