გედევან ფოფხაძე: ამდენი სიკეთე გააკეთა ბიძინამ და ახლა მორალურად არასწორად იქცევა – სამშობლოს მართმევს, რასაც ვერ ვაპატიებ

არ იქცევა ბიძინა სწორად. მორალურად არ იქცევა სწორად ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ამდენი სიკეთე გააკეთა კაცმა ცხოვრებაში და 8 წლის თავზე რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას იწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

მისი თქმით, თავისი პოლიტიკით ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს ართმევს, რასაც ვერ აპატიებს.

“არ იქცევა ბიძინა სწორად. მორალურად არ იქცევა სწორად ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ამდენი სიკეთე გააკეთა კაცმა ცხოვრებაში და 8 წლის თავზე რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას იწვევს და მე მართმევს სამშობლოს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს. ამას მე ადამიანურად ვერ ვაპატიებ ბიძინას, იმის მიუხედავად, რომ პირადი ურთიერთობებიც გვქონია და შეიძლება რაღაც საკითხებში თანამებრძოლებიც ვყოფილვართ.

მე ახლა აქცენტი მინდოდა აქცენტი გამეკეთებინა იმაზე, ყველას რაც გვაერთიანებს და ბიძინასაც უნდა აინტერესებდეს ეს ყველაფერი. დღეს მისი თანამონაწილეობა ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში არ არის პოზიტიური. თუ გვინდა საქართველო რაღაცა სედეგებისკენ წავიდეს, რაღაცა გამაერთიანებელი მომენტები ჩვენთვის უნდა გამოვნახოთ და ერთმანეთს ცოტა მეტი სოლიდარობა აღმოვუჩინოთ. მით უმეტეს, როცა ტრაგედიის წინაშე ვართ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად