გედევან ფოფხაძე: 6 წლის მანძილზე ვაძლევდი ბიუჯეტს ხმას და ამ ბიუჯეტით ჩემთვის ერთი ჭიქა ჩაი არ აღმოჩნდა

“ექვსი წლის მანძილზე ვაძლევდი ბიუჯეტს ხმას, რომ ჯანდაცვას ჰქონოდა დიდი ბიუჯეტი. მე ცხელების ცენტრში ვიყავი 24 საათი და ამ ბიუჯეტით ჩემთვის არ აღმოჩნდა გათვალისწინებული ერთი ჭიქა ჩაი, რომელიც არამგონია ორ ლარზე ძვირი იყოს.” 

ამის შესახებ პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფფხაძემ გადაცემაში “მთავარი დებატები” ცხელების ცენტებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გედევან გოგხაძემ აღნიშნა, ცხელების ცენტრებში  მოქალაქეებს არასათანადოდ ეპყრობიან.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” კონკრეტული ჩინოვნკები და  მაღალჩინოსნები შოულობენ ფულს, ხოლო მოქალაქე ისევ რჩება ჩაის გარეშე, ანუ, ყურადღების გარეშე.

“მე ექიმები იქ ბოდიშს მიხდიდნენ, რადგან ხვდებოდნენ, რომ არ შეიძლება ცხელების ცენტრში მყოფი ინფიცირებული და არაინფიცირებბული ერთად დადიოდეს ერთ წერტილში”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად