გედევან ფოფხაძე: 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს

პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის, პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია.

აღნიშნულის შესახებ გედევან ფოფხაძემ ამ თემაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში  არსებულ პრობლემებზე  საუბრისას გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.

“ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. საკვების და ჩაის მხრივ არავის გახსენებია, რომ ადამიანს რამე შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით,  საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს.

შეგახსენებთ: გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა და მკუნალობას ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს .

9 სექტემბერს,პარტია “ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილის დ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტიის დანარჩენი ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად