გებრეისუსი: სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი შეფასება განხორციელდება რაც შეიძლება მალე. იგი გააანალიზებს მიღებულ გაკვეთილებს და შეადგენს რეკომენდაციებს, რათა გააუმჯობესოს პანდემიის შესახებ ეროვნული და გლობალური რეაგირება.

“ერთი რამ კი ახლა უკვე ნამდვილად ნათელია, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ ეს აღარ განმეორდეს. ყველაზე დიდი წარუმატებლობა უმოქმედობა იქნება, თუკი ამ პანდემიიდან ჩვენ ვერაფრის ვისწავლით”, – აღნიშნავს იგი.

დღეს აგრეთვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეზოლუციას, რომელიც ითხოვს ორგანიზაციის ქმედებების შეფასებას კოროვირუსული პანდემიის დროს.

“WHO მიმართულია გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და უწყვეტი გაუმჯობესებისკენ. ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულების სხვადასხვა მექანიზმი. მხოლოდ დღეს, ზედამხედველობის დამოუკიდებელმა კომიტეტმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ანგარიში, რიგი რეკომენდაციებით, როგორც სამდივნოსთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის შემოთავაზებულ რეზოლუციას.” – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად