გებრეისუსი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჯერჯერობით საჭირო თანხის მხოლოდ ნახევარი დააგროვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჯერჯერობით დააგროვა მხოლოდ 1,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნახევარი, რომელიც საჭიროა კორონავირუსით გამოწვეული დაავადების (COVID-19) წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ პარასკევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე WHO- მ წამყვანი როლი შეასრულა ახალი კორონავირუსის ინფექციის აფეთქებაზე რეაგირებაში.

“ჩვენი საჭიროებები დავითვალეთ – 1,7 მილიარდი აშშ დოლარი COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად”, – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. “აქედან 800 მილიონი აშშ დოლარი უკვე მიღებულია. მაგრამ კიდევვ საჭიროა 900 მილიონი აშშ დოლარი.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად