GBF შენგელიას მოსკოვში გადასვლაზე: თორნიკე ყოველთვის დაიცავს თავის სამშობლოს და ეროვნული ნაკრების ღირსებას

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ნაკრების კაპიტანის, თორნიეკ შენგელიას ცესკა-ში გადასვლაზე განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!”- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში, რომელსაც facebook-ში ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად