გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი” სარემონტო სამუშაოების გამო გააჩერეს

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი“ რუსეთსა და გერმანიას შორის, 30 ივლისამდე გეგმიური რემონტის გამო გააჩერეს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანია-ოპერატორის Nord Stream AG ვებ-გვერდზე ვრცელდება.

„მექანიკური კომპონენტები და ავტომატიზაციის სისტემები დეტალურ შემოწმებას გადის, რათა უზრუნველყოს საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიანი მუშაობა გაზსადენის პროექტის ვადის ამოწურვამდე, რაც მინიმუმ 50 წელიწადს შეადგენს“, – ნათქვამია ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარემონტო სამუშაოები მეშვიდედ ხორციელდება მას მერე, რაც „ჩრდილოეთ ნაკადი“ ექსპლუატაციაში შევიდა. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამუშაოების გრაფიკი შეთანხმებული იყო კომპანია Nord Stream AG-ის პარტნიორებთან.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი“ რუსეთსა და გერმანიას შორის ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით გადის, იგი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. მისი სიგრძე 1 224 კილომეტრია. მშენებლობის დაგეგმვითი სამუშაოებით კომპანია Nord Stream AG-ია დაკავებული, რომლის აქციების 51% რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად