“გაზპრომთან“ მოლაპარაკების რეალური მიზნები და ამოცანები ჩვენთვის დაფარულია”

“იაფი და ხარისხიანი გაზის მაგივრად ალტერნატივად ეძებდე ძვირიან უხარისხო და პოლიტიკურად წამგებიან გაზს, ეს აბსოლიტურად გაუგებარია,” – ასე შეაფასა „აიპრესთან“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობაოხიზემ, საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები „გაზპრომთან“.
 

„აბსოლიტურად გაუგებარია საქართველოს ხელისუფლება რატომ ასაიდუმლოებს მოლაპარაკებებს, რატომ ხდება მოლაპარაკებების წარმოება ქართველი ხალხის ზურგს უკან.

კალაძეს დაჭირდა ერთი თვე, რომ ის ვერსია მოემზადებია, რომელიც ბოლოს შემოგვთავაზეს, რომ თითქოს და მოლაპარაკება მიდის მხოლოდ სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით. ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გასაიდუმლოება არ სჭირდება. კალაძემ შემოგვთავაზა კიდევ უცნაური ვერსია, ალბათ ახლა დაჯდებიან და მოიფიქრებენ როგორ გამოასწორონ ეს მესიჯი, რომელიც გააჟღერა. თურმე ვმუშაობთ რუსეთთან იმისთვის რომ გაზის საფასური ნატურის მაგივრად, ანუ გაზის მაგივრად, ავიღოთ ფული, თან ამავე დროს ლაპარაკობს, რომ ბაზარზე გაზის დამატებითი მოცულობები გვჭირდება და ამისთვის მიდის ეს მოლაპარაკებები, თუ დამატებითი მოცულობები გვჭირდება ფულზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, გაზზე უნდა იყოს და თან არა "გაზპრომთან". აბსოლიტურად არალოგიკურ და არადამაჯერებელ განცხადებებს აკეთებს, არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით რა ვერსიებიც მან შემოგვთავაზა თავის დროზე, თითქოს ეს კეთდებოდა გაზის მოწოდების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანული იაფი გაზი და არანაირ დივერსიფიკაციას ეს არ საჭიროებს, იმიტომ რომ დივერსიფიკაცია ნიშნავს ალტერნატიული გზების ძებნას, რაც ცუდი არ არის მაგრამ იაფი და ხარისხიანი გაზის მაგივრად ალტერნატივად ეძებდე ძვირიან უხარისხო და პოლიტიკურად წამგებიან გაზს, ეს აბსოლიტურად გაუგებარია წმინდა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 

რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს და კონკრეტულად კახი კალაძეს ეს ცალკე თემაა, რადგან არაფერი არ ხდება ინტერესების გარეშე. ყველანაირ მოქმედებას მოეძებნება გარკვეული ლოგიკა ოღონდ ეს ლოგიკა დღეს ჩვენთვის დაფარულია, რადგან დაფარულია რეალური მიზნები და ამოცანები," – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად