“გაზპრომთან მოლაპარაკებები რამოდენიმე დღეში დასრულდება”

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებები რამოდენიმე დღეში დასრულდება.

“ – გაზპრომს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას”,-განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული განცხადება კალაძემ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც სოკარის პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეულია.

რაც შეეხება სოკართან მოლაპარაკებებს, რამდენიმე დღის წინ “სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია მოწოდების მოცულობის გაზრდა და ასევე, ტარიფების გადახედვაც. მისი თქმით, ამ მიმართულებით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილი აღნიშნავდა, ბოლო პერიოდში, გაზპრომთან მოლაპარაკებების ფონზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სოკარის მხრიდან წინადადებები, რომელსაც ის სთავაზობს ქართულ მხარეს.

რაც შეეხება გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, ცნობისთვის, საუბარი შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას და ანაზღაურების რაოდენობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად