“გაზპრომის” ამოცანაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაუგებრობის სერიის მოწყობა

NULL

„დღეს, რომ ბევრს ყვირის „ნაციონალური მოძრაობა“, თავის დროზე თვითონვე იყვნენ თანახმა, რომ „გაზპრომისთვის“ მიეყიდათ მაგისტრალური გაზსადენი. მაშინ ამერიკელებმა პირდაპირ და ძალიან უხეში ფორმით გვითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“, – აცხადებს ყოფილი პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი, გია ხუხაშვილი,რომლის განცხადებით, „გაზპრომის“ მთავარი ამოცანაა, გაუგებრობის სერია დაიწყოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებში.

იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამ სახელმწიფოსთან არ გავქვს დიპლომატიური ურთიერთობა და პრაქტიკულად საომარ მოქმედებაში ვიმყოფებით, რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოლაპარაკების დაწყება გაზპრომთან, მით უმეტეს, რომგაზპრომი“ არ არის დამოუკდებელი კომპანია და რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის რისი მაგალითებიც ჩვენ გვაქვს

გასაგებია, რომ ქვეყნებს შორის არის სირთულეებია, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება შესაძლებელია და ეს არ არის ისეთი რისკების შემცვლელი. რაც შეეხება უშუალოდ გაზპრომს, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და ამას არც მალავენ. რუსეთს „ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია 2020 წლამდე“-ში პირდაპირ აქვს ჩაწერილი, რომ ენერგომატარებლები და უპირველეს ყოვლისა გაზი, გამოყენებული უნდა იყოს ახალი გავლენის სფეროების მოსაპოვებლად. „გაზპრომის“ პოლიტიკური ამოცანები ამ კონცეფციაში კარგად არის ასახული. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ლაპარაკი შეიძლება ყველასთან, მით უმეტეს, რომ გაზპრომთან ჩვენ სომხური ტრანზიტი გვაკავშირებს და საუბარს ხელს არაფერი უშლის.

მაგრამ გააჩნია რაზე ვლაპარაკობთ და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს მოლაპარაკება?

აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გეტყვით იმ ტექნოლოგიას, როგორ მუშაობს „გაზპრომი“. თავიდან ძალიან ამბიციურად არ გამოიყურება, ცდილობს, რომ დაიკავოს ძალიან მცირე სეგმენტი ბაზარზე და ამით მოახდინოს გარკვეული გადაჯგუფება შიდა საბაზრო ურთიერთობებზე და ამის მერე, ნელ-ნელა, განავითაროს თავისი მონოპოლური მდგომარეობა. „გაზპრომი“ თავიდან იწყებს ღიმილით და მერე კი, ამთავრებს მუშტით. ამ პოლიტიკური ტექნოლოგიის გამოყენების არაერთი მაგალითი არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ხელისუფლება ამბობს, რომ ძალიან მოკრძალებულ კომერციულ სეგმენტზეა საუბარი,ანუ არც თუ ისე მნიშვნელოვან ოდენობებზეა ლაპარაკი

პრობლემა ის გახლავთ, რომ აზრებაიჯანი არც არასოდეს იტყვის რამეს, ისინი ეგუებიან პირობებს, იმ თამაშის წესებით თამაშობენ, რა თამაშის წესებსაც სთავაზობს ესა თუ ის ქვეყანა, ძალიან კორექტულები არიან, მაგრამ ერთია ისინი როგორ უყურებენ ამ ყველაფერს და მეორეა ჩვენ როგორ უნდა შევაფასოთ და რა რისკებს შეიცავს ეს ყველაფერი.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის გაზი არ არის ჩვეულებრივი პროდუქტი, პოლიტიკურად რა რისკებს შეიცავსგაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება?

„გაზპრომმა“ მშვენივრად იცის რას აკეთებს. მისთვის ის მოცულობა, რა მოცულობაზეც ელაპარაკება ქართული მხარე, საერთოდ არ არის კომერციულად საინტერესო და ამისთვის თავს არ აიტკივებდა. უბრალოდ, დღეს გაზპრომის მთავარი ამოცანაა, რაღაცნაირად შეეცადოს, რომ თავისი მცირე შემოსვლით გაუგებრობის სერია დაიწყოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომ პრობლემები შექმნას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში.

ანუ, ამ შემთხვევაში გაზპრომს საქართველოსთან კომერციული ინტერესი არ აქვს?

არა, რა თქმა უნდა. „გაზპრომის“ უმთავრესი ამოცანაა საბოლოო ჯამში, არა საკუთრივ ამ ქმედებით, არამედ შემდგომი ქმედებების სერიით ააფეთქოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები. იმიტომ, რომ დღეს „გაზპრომისთვის“ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გახლავთ ალტერნატიული დერეფანი გაზის ტრანსპორტირების ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანიდან თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპაში. შესაბამისად, გარკვეული ინტრიგა იხლართება და როგორც უკვე გითხარით, „გაზპრომს“ ამ შემთხვევაში არ აქვს კომერციული ინტერესი, მისი უმთავრესი ინიტერესია პრობლემების შექმნა აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებში.

როგორ შეიძლება ეს პრობლემები შეიქმნას, თქვენი აზრით, რა გეგმა აქვს ამ შემთხვევაშიგაზპრომს“?

მათ მშვენივრად ესმით და მე ცოტა მიკვირს, რომ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ცოტა შორს არ იყურებიან და ამ შემთხვევაში ძალიან ვიწრო კომერციულ სეგმენტზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, გაზპრომს არ შეუძლია იმაზე უკეთესი პირობები მოგვცეს, რასაც დღეის მდგომარეობით აზერბაიჯანი გვაძლევს – ჩვენ უპრეცედენტო ფასში ვყდულობთ გაზს, იმაზე რომ არაფერი ვთაქვათ, რაც იაფად გვეკუთვნის და დაკონტრაქტებულია.

გარდა ამისა, აზერბაიჯანი უპრეცედენტო ფასში გვაძლევდა იგივე კომერციულ გაზსაც. ანუ – ერთი არის სოცილაური გაზი, მეორე ეს არის კომერციული გაზი. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ძალიან მაღალი იყო დევალვაცია, ელექტროენერგიაზე მოხდა ტარიფების გაძვირება, მაგრამ მიუხედავად ასეთი მაღალი დევალვაციისა, „სოკარს“ დღემდე არ გადაუხედია ტარიფებისთვის, მაშინ, როდესაც სრული უფლება აქვს, რომ ტარიფები იქნას გადახედილი.

ამას აკეთებს იმის ხარჯზე, რომ სოციალურ სეგმენტში მიღებულ ზარალს, გარკვეულწილად, ფარავს კომერციულ სეგმენტზე მოღვაწეობით. ახლა, ფაქტობრივად, ვიღაც „ჭკვიანებმა“ მოიფიქრეს ასეთი რაღაცა, რომ კომერციულ სექტორში შემოიყვანონ გაზპრომი და სოციალური ვალდებულებების ამარა დატოვონ ისე, რომ კომერციულიდან მიღებული ზარალის კომპენსირების საშუალება აღარ დაუტოვონ „სოკარს“. აი, ასეთ სქემას ალაგებენ დღეს.

სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როდესაც კომერციულ სეგმენტში შემოდის გაზპრომი, როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა?

ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკა და ეკონომიკა შეიძლება გავმიჯნოთ და რატომ? – მოდით თავი დავანებოთ პოლიტიკას, ვისაუბროთ ეკონომიკურ საფუძვლებზე და მერე ამაზე ავაგოთ პოლიტიკა. ეკონომიკური საფუძვლები არის ასეთი – კომერციული სეგმენტიდან მიღებული შემოსავლებით „სოკარი“ იმ სოციალურ ვალდებულებებს ასრულებს და ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად სტაბილურ ინფრასტრუქტურას ანვითარებს. უზარმაზარი ინვესტიციებია ჩადებული, ამას რაღაცნაიარად სჭირდება გარკვეული გადაფარვა, თუმცა, ბოლომდე ვერ ვფარავთ.

ბატონო გია, თუ კი კომერციულ სექტორს მისცემენ ალტერნატივას და როგორც თქვენ ამბობთ, სოციალური ვალდებულებების ამარა დატოვებენსოკარს“, მაშინ რა წყარო დარჩებასოკარს“ იმისათვის, რომ გადაფაროს ამ კუთხით მიღებული ზარალი?

ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდება, რომ შესაბამისი სატარიფო განაცხადი შეიტანოს ტარიფის მომატებაზე, იმიტომ, რომ მიღებული ზარალის გადაფარვის სხვა წყარო მას არ ექნება. აი, ამ შედეგებს ვერ ხედავს ხელისუფლება და ეს არის ყველაზე გასაკვირი. მორალური და ეკონომიკური ლოგიკა უბიძგებს „სოკარს“ ამ ნაბიჯისკენ და მერე რას შვრებიან ეს განაცხადი რომ შევა და ტარიფების ზრდისკენ წავა პროცესი? ეს რომ კარგად ესმის „გაზპრომს“, ზუსტად ამიტომ ქმნის ამ ინტრიგას, რომ როგორმე დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს ურთიერთობები და გაზარდოს სოციალური რისკები საქართველოში. ეს არის რუსეთის რეალური პოლიტიკა.

რუსული „გაზპრომის“ პოლიტიკური ამოცანაა, პირველ ეტაპზე, გაზარდოს სოცილური რისკები და მეორე ეტაპზე უკვე, სისტემურ პრობლემაში გადაიყვანოს ეს ყველაფერი, რომ ეს ტრანზიტუილი ნაკადები ისევ თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს. როგორც ენერგეტიკის სამინისტო ამტკიცებს „გაზპრომის“ თითქოსდა ძალიან პატარა უმნიშვნელო სეგმენტში შემოსვლა, შეიძლება გადაიზარდოს უზარმაზარ პრობლემაში, რომელიც რუსეთის მხრიდან დაგვირგვინდება რეგიონში ენერგეტიკული მონოპოლიის დაბრუნების სახით.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ერთადერთი გეოპოლიტიკური ფუნქცია და რითაც საინტერესო ვართ ვინმესთვის, ეს არის რუსეთის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიის გავლით ენერგომატარებლები მიწოდებული იქნას ევროპისთვის. ეს არის ჩვენი გეპოლიტიკური პოზიცია, სწორედ ამის წინააღმდეგია და შეიძლება ითქვას, რომ პირველი მტერია „გაზპრომი“. ჩვენ თვითონ ვქმნით იმის რისკს, რომ საბოლოო ჯამში, ეს პატარ-პატარა თემები გადავზარდოთ იმ გლობალურ პრობლემაში, რასაც ჰქვია საქართველის მხრიდან გეოპოლიტიკური ფუნქციის დაკარგვა.

ალბათ, რთულია წინასწარ საუბარი იმაზე რა შედეგებით დასრულდებაგაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, როგორი იქნება დასავლეთის პასუხიგაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკების თაობაზე?

ვიღაცა „ჭკვიანი“ ხელისუფლებიდან გამოვა და გვეტყვის, რომ დასავლეთი თვითონ ყიდულობს გაზსს „გაზპრომიდან“ და რა უნდა გვითხრასო?!

ეს არგუმენტი უკვე დაასახელა უმრავლესობის წვერმა ზურაბ ტყემალაძემ

ეს არის აბსოლუტურად უგუნური და საქმეში ჩაუხედავი ადამიანის არგუმენტი. დასავლეთს ძალიან არ უნდა „გაზპრომისგან“ იყიდოს გაზი, მაგრამ მას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს და ზუსტად ეს არის მისი პრობლემა. ამიტომ ცდილობს დასავლეთი, რომ შექმნას სხვა ალტერნატივა. ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ შევქმნათ „გაზპრომის“ ალტერნატიული მარშუტები და ევროპის ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. ჩვენ თვითონ თუ შემოვუშვით ჩვენს ბაზარზე „გაზპრომი“, ამ ფუნქციას უკვე ვეღარ ვასრულებთ.

დღეს რომ ბევრს ყვირის „ნაციონალური მოძრაობა“, თავის დროზე თვითონვე იყვნენ თანახმა, რომ „გაზპრომისთვის“ მიეყიდათ მაგისტრალური გაზსადენი. მაშინ, ამერიკელებმა პირდაპირ და ძალიან უხეში ფორმით გვითხრეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. დღეს დასავლეთი იტყვის თუ არა უარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დასავლეთი გააკეთებს დასკვნებს და ეს დასკვნები არ იქნება ჩვენთვის სახარბიელო.

წყარო: for.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად