გავრცელებული ინფორმაციით, ფოთელ მეხანძრეს განმეორებით ტესტირებაზე კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მეხანძრე მაშველს, რომელიც ფოთში მუშაობს, განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაციის გადამოწმება რუხის საავადმყოფოში ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.

მეხანძრეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ ის კოვიდით ინფიცირებული არ არის.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 პაცენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის სულ 1917 დადასტურებული შემთხვევაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად