გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში დაინფიცირებული კაცი ბათუმში 350 კაციან ქორწილში იყო

“კურიერის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანიდან, ე. წ. ჩოხატაურის კლასტერიდან კორონავირუსი გუშინ, გვიან ღამით დაუფიქსირდა.

ამ წუთებში მამაკაცი სპეციალისტებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეუღლე და შვილიშვილი, რომლებიც მამაკაცთან ერთად დაიტესტნენ მაგრამ ინფექცია არ გამოუვლინდათ, თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ეპიდემიოლოგები ამ ეტაპისთვის კონტაქტებს ადგენენ, რომელიც სოფელში დაახლოებით ათს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წინა კვირას, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა. ამავე ქორწილის სტუმარი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული 23 წლის ჩოხატაურელი ქალიც.

წყარო: ტვ “რუსთავი 2”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად