გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებაზე დააკავეს

როგორც "აიპრესს" ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განუცხადეს, მათაც აქვთ გარკვეული ინფორმაცია კონკრეტული საჯარო მოხელის დაკავებასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საქმესთან დაკავშირებით აიღო საჯარო მოხელემ ქრთამი. ბათუმის მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ის პიროვნება, ვისზეც ამ სახის ინფორმაცია გავრცელდა, ორი დღეა არ გამოჩენილა და მისი დაკავება სამსახურში არ განხორციელებულა. საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. 

"აიპრესი" დაუკავშირდა სუს-ს, სადაც გაგვიცხადეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად