გავრილოვი: მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გავრილოვი თვლის, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს პარლამენტთაშორისი ასამბლეის დეპუტატების წინაშე. მისი თქმით, ამას მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაც ითხოვს.

ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა ათენში, ასამბლეის სამდივნოს სხდომაზე განაცხადა.

გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება, რათა არ მოხდეს პოლიტიკური ზეწოლა იმ დეპუტატებზე, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეაში მონაწილეობენ. დუმის დეპუტატმა მადლობა გადაუხადა გენერალური ასამბლეის წევრებს ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისთვის და გადაწყვეტილებისთვის, დაეტოვებინათ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომას, საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა მოყვა საქართველოში. ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის ოფიციალურ დონეზე, საქართველოს პარლამენტში მიწვევა გააპროტესტა.

პროტესტს მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად