გავრილოვი: იმედია, გახარიას ეყოფა სიმამაცე, რუსეთთან ღია დიალოგი ზურაბიშვილისგან დამოუკიდებლად დაიწყოს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, ახალი ამბების ფედერალურ სააგენტოსთან კომენტარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა გააკეთა.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით, რუსეთთან ღია მოლაპარაკებები დაიწყოს “, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

მან აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას თბილისში ივნისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ჯამში, კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

როგორც ცნობილია, “როსტურიზმი” რუსეთის ტუროპერატორებს რეკომენდაციას აძლევს, საქართველოში  ვითარების დარეგულირებამდე, ტურების ჩატარება დროებით შეაჩერონ.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ასევე, რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად