გავრილოვი: ჩანს, საქართველო როგორც ქვეყანა არ არსებობს, ის სათამაშოა…

რუსეთის დუმის დეპუტატმა, ამავდროულად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარე, სერგეი გავრილოვმა, რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ “საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა გადაწყვიტეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების დაგმობა, რომლებმაც ასამბლეის სხდომის დროს რადიკალების პროვოკაცია დაუშვეს”. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “რია.რუ”(РИА Новости) ავრცელებს.

გავრილოვმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ “ასამბლეაში შემავალი, არც რუსეთის და სხვა ქვეყნების დელეგაციის წევრების მისამართით,საქართველო ბოდიშით არ მიუღია”.

რუსეთის დეპუტატის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში შემავალი 23 ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შემდეგში ღონისძიება ჩატარდება იმ ქვეყნებში, სადაც გარანტირებული იქნება თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. გავრილოვის თქმით, შესაძლოა ეს რუსეთი იყოს.

“როგორც ჩანს, საქართველო როგოც ქვეყანა არ არსებობს, ის სთამაშოა, გარედან მანიპულირებისთვის”. – განაცხადე სერგეი გავრილოვმა, კომისიის სხდომაზე, რომელსაც РИА Новости ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად