გავაცოცხლოთ ერთი დღით ლელთ ღუნიას სოფელი!

14 სექტემბერს, 14 საათზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გაიბოტენში გაიმართება ფესტივალი−„გაიბოტნობა“.

ღონისძიება ეძღვნება ისტორიული სოფლის თავდაპირველი იერ-სახის შენარჩუნებით აღდგენა − რეაბილიტაციის იდეას.
ფესტივალის პროგრამა:
12.00 -14.00. სოფლის და გამოფენის დათვალიერება
14.00. ფესტივალის ოფიცილური გასხნა
15.00. კულტურული პროგრამა
16.30. ხინკლის მასტერკლასი
17.00. სპორტული შეჯიბრებები, გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოვება.
17.30. სამხატვრო სტუდია „ლონდა“/კონკურსი ხატვაში და გამარჯვებულთა დაჯილდოვება
18.00. ფესტივალის დახურვა.

ფესტივალის აქტივობები:
მოეწყობა ფოტო-გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გაიბოტენის სიძველეების შესახებ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში დაცული ვიზუალური მასალა (ჩანახატები, ანაზომები, გეგმები დ სხვა.) აგრეთვე წარმოდგენილი იქნება მოხეური ყოფის ამსახველი საარქივო ფოტოები.
სოფლის სიძველეებზე სპეციალისტები ისაუბრებენ, ხოლო სოფლის მკვიდრნი – აქაურ ტრადიციებსა და გადმოცემებზე.
სტუმრად გვეყოლება ეთნოგრაფები, ფილოლოგები, ფოლკლორისტები.
გაცოცხლდება ერთ-ერთი ძველი მოხეური რიტუალი და შესრულდება ფოლკლორული ნომრები (ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით).
წარმოდგენილი იქნება ძველი კუთხური თამაშობები და შეჯიბრი/გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.
ჩატარდება ბავშვების კონკურსი ხატვაში/გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება.
წარმოდგენილი იქნება კუთხური სამზარეულო და ხინკლის მასტერკლასი.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“.
აგრეთვე რესტორნები: პანორამა, წანარეთი და „დედა ქეთინო“.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ყაზბეგის განვითარების ჯგუფი (LAG –kazbegi), არასამთავრობო ორგანიზაცია “ლომეკი”, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი და თემი – სოფელ გაიბოტენის მოსახლეობა (რომელიც ამჟამად სოფელ არშაში ცხოვრობს).
გაიბოტენი − ეს გახლავთ ისტორიული სოფელი, სადაც შემორჩებილია გვიანი შუა საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი, სათავდაცვო და სამეურნეო ნაგებობები. გაიბოტენი წარმოადგენს მთის სოფლის პირვანდელი სახის მშვენიერ ნიმუშს. რომლის აღდგენა და გაცოცხლება ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და პოპულარიზებისათვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ხოლო სამომავლოდ მისი სოფელ-მუზეუმად ქცევა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, რაც ერთგვარი მოდელი იქნება ყაზბეგის (ხევის) არაერთი ძველი სოფლისა თუ ნასოფლარის გადარჩენისათვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...