#გავარღვიოთჩაკეტილიწრე-არმაზ ახვლედიანი საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გამართავს

დამოუკიდებელი კანდიდატი ბათუმის #69 ოლქში არმაზ ახვლედიანი საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციას გართავს.
 

6 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმში, გოგებაშვილის ქ. #30-ში (სასტუმრო „ლე პორტის“ საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არმაზ ახვლედიანის წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრებიან კანდიდატის მხარდამჭერები, ასევე სტუმრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე, არმაზ ახვლედიანთან ერთად, სიტყვით გამოვლენ და დამსწრეებს მიმართავენ დათო ტურაშვილი, იოსებ ბარათაშვილი, ალეკო ელისაშვილი და სხვები. სიტყვით გამოსვლების შემდეგ ჟურნალისტებს მიეცემათ არმაზ ახვლედიანისთვის კითხვების დასმის საშუალება.

არმაზ ახვლედიანი კენჭს იყრის ბათუმის 69-ე საარჩევნო ოლქში როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ამჟამად იგი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელია. ამასთან, არმაზ ახვლედიანს საპარლამენტო ცხოვრების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარდგენის დიდი გამოცდილება გააჩნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად