გაუქმებული მასშტაბური მარათონი და გახანგრძლივებული არდადეგები- ჰონგ კონგის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ჰონგ კონგის ხელისუფლებამ ქალაქ უხანსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადაწყვიტა.

ხელისუფლება ადგილობრივი მაცხოვრებლების დაავადებისგან დასაცავად, მაქსიმალურ ზომებს მიიღებს.

მანამდე, ჰონგ-კონგში საფრთხის დაბალი მაჩვენებელი იყო.

ჰონგ კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერი ლამი მოგვიანებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს, რათა დადგინდეს, თუ რა დამატებითი ზომების მიღება უნდა მოხდეს დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ხელისუფლებამ ასევე გააუქმა მარათონი, რომელშიც სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაახლოებით 70 ათას ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა, ასევე  ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა.

ჰონგ კონგში კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი ადრე ჩინეთის ქალაქ უხანს ეწვია, საიდანაც დაავადების გავრცელება დაიწყო.

პარალელურად,ავსტრალიასა და მალაიზიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ავსტრალიაში ინფიცირების პირველი შემთხვევა ვიქტორიის შტატში დაფიქსირდა. როგორც SBS News-ი იუწყება, სახელმწიფო ჯანდაცვის მინისტრმა ჯენი მიკაკოსმა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ჩინეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც მელბურნში 19 იანვარს ჩავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ უხანში 2 კვირა იმყოფებოდა.

მანამდე, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დადასტურდა. ეს რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც “უხანის” პნევმონია ქვეყანაში ორ პაციენტს პირველად ოფიციალურად დაუდასტურდა. დაავადება პარიზსა და ბორდოში გამოვლინდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად