“გაუკეთეთ სიკეთე მასაც, ვინც შეიძლება ღირსი არ არის და ათმაგად დაგიბრუნდებათ”

"მე მინდა მთელს საქართველოს ვუთხრა, რომ  არ გაუტყდეს გული. ყველაფერი ეს განსაცდელი რაც გვაქვს ყველაფერი გაივლის და ღმერთი გადმოგვხედავს მოწყალე თვალით. მე ასევე მინდა სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. აუცილებლად უნდა ვიშრომოთ. აუცილელად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი." – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ეკა ხოფერიას თოქ შოუში სტუმრობისას.

"შური არ უნდა ვიძიოთ. შურს ვინც იძიებს მისი ცხოვრება ცუდად მთავრდება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ამბობს ბასილი დიდი, დიდი მღვდელმთავარი. ბოროტებით ბოროტება არ იკურნება. ბოროტება იკურნება სიყვარულით და კეთილი საქმეებით. ერთმანეთის გავუკეთოთ კარგი და ის სიკეთე რასაც სხვას გავუკეთებთ, შეიძლება ღირსიც არ არის ის ამ სიკეთისა, მაგრამ ათმაგად დაგიბრუნდებათ. ასე რომ, გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ადამიანი, გვიყვარდეს ერთმანეთი." – ბრძანა პატრიარქმა.

მე მგონი, ყველა ადამიანს სჯერა სასწაულის. რა არის საწული თქევნო უწმინდესობავ?

სასწაული არის ის რომ რასაც ვერ ხსნის ადამიანი. ადამიანის გონება ვერ სწვდება მაგრამ, ეს რეალობაა და საერთოდ უნდა ითქვას, რომ თვითონ ადამიანია სასწაული. ყოველი ჩვენი მოქმედება სასწაულებრივია, ჩვენ შევეჩვიეთ ამას.

მე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. რევოლუცის შემდეგ საბჭოთა კავშირის მეთაური ეკითხება ფიზიოლოგ პავლოვს, რომელიც იყო ნობელის პრემიის ლაურეატი და… მღვდლის შვილი – თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და ნუთუ გწამთ ღმერთიო. მან უთხრა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანს სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება გახდეო. ეს იმდენად  ამტკიცებს ღვთის არსებობას.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ აღნიშნეთ და ეს იმპერატიული აზროვნება როდესაც მოსმენის სურვილი არ აქვთ ადამიანებს და ძალიან ბევრია დღეს არა კრიტიკა, უფრო მძაფრ ფორმებში გადასული დაპირისპირება, არ ვგულისხმობ პოლიტიკას, ლანძღვა-გინება. თითქოს სადღაც გაქრა ეს სიყვარული.  მინდა ვკითხო საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარესს, რა არის სიყვარული?

ღმერთი არის სიყვარული, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი მოციქული. ღმერთი გაუხსნელია. მუსულმანურ სამყაროშიც კი ამბობენ, რომ  შენ ნუ იფიქრებ, ნუ მსჯელობ ღმერთის თვისებებზე, შენ შეგიძლია იმსჯელო, როგორ გამოვლინდება, ღმერთის ხელი ბუნებაში. ასევე აუხსნელია სიყვარული.

ჩვენ, ხანდახან სიყვარულს ვურევთ ვნებებში. ვნება სხვა არის და სიყვარული სხვა არის. ბერძნულ ენაში რამდენიმე სიტყვა არის სიყვარულის გამომსახველი.  სულ სხვა არის როცა ადამიანი ლაპარაკობს, რომ უყვარს ღმერთი, სულ სხვა არის როცა მეგობარი გყავს, შვილი და სხვა სიტყვებიც არის.

თქვენო უწმიდესობავ, სამწუხაროდ ბევრი არიან შვილმკვდარი დედები, ოჯახები რომელთვისაც რწმენა და ეკლესია გახდა ერთადერთი ხელჩასაჭიდი და თითქოს მათ სიკვდილში სიცოცხლე დაინახეს.

შვილმკვდარი დედები გმირები არიან. ერთმანეთს უდგანან მხარში და ანუგეშებენ. მაგალითად, ერთი არის, სტუმრად წავიდა თავის მეუღლესთან, დატოვა თავისი ორივე შვილი, მოვიდა და დამწვარი დახვდა სახლი და შვილებიც. ასეთი შემთხვევებიც არის. ეხმარებიან ეს დედები იმ დედებს რომელთაც ახლათ გარდაეცვალათ შვილები. დიდი ღვაწლი მიუძღის მათ და მე ხშირად ვხდები მათ და ვანუგეშებ და ვლოცავ.

მე ვიცი, რომ დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებთ დღევანდელ პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. ძალიან ახლგაზრდები იყვნენ თქვენთან რომ მოვიდნენ

 

ახალგაზრდები თავიდან დადიოდნენ ჩემთან და ხშირად ვმსჯელობდით. ეროვნული მოძრაობა სიონის ტაძარში დაიწყო.  

კომენტარები
იტვირთება...