გატყდება თუ არა ნავსი დუბლინში?

ხვალ, 26 მარტს, ევრო 2020 ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. დუბლინის “ავივა” არენაზე ერთმანეთს საქართველოს და ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ირლანდიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლის პირველ თამაშში ჰიბრალტარის ნაკრები დაამარცხეს და დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს. ირლანდიელებს ბოლო 6 თამაშის განმავლობაში თამაში არ ჰქონდათ მოგებული, 4 ფრედ დამთავრებული შეხვედრის და 2 მარცხის შემდეგ, ჰიბრალტარის დამარცხება გუნდს ძალიან გაუჭირდა. მანამდე ირლანდიის ნაკრებმა 2 უგოლო ფრე ითამაშა დანიელ და ჩრდილოეთ ირლანდიელ ფეხბურთელებთან. კიდევ უფრო ადრე, უელსის ნაკრებთან დამარცხდა 0 :1 და კიდევ ადრე, დანიის ნაკრებთან ისევ მშრალი ფრე – 0 : 0.

როგორც ხედავთ, ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს, ჰიბლარტართან გატანილი ერთადერთ გოლამდე 4 თამაშის განმავლობაში მეტოქის კარში გოლი არ ჰქონდათ გატანილი.

სრულიად განსხვავებული მატჩების სერია ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ევრო 2020 ის შესარჩევის პირველ ტურამდე. 6 მატჩიანი წაუგებელი სერია და აქედან 5 გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები შვეიცარიელებთან თბილისში 0 :2 დამარცხდნენ. შვეიცარიელებთან შეხვედრამდე ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახებს მოუგეს 2 : 1, ითამაშეს ფრე 1 : 1 ანდორის ნაკრებთან და დიდი ანგარიშით დაამარცხეს ლატვიელი ფეხბურთელები 0 : 3. მანამდე ჩატარებული 3 შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა ისე მოიგეს, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვიათ.

საქართველოს და ირლანდიის ნაკრებებს 9 შეხვედრა აქვთ დღემდე ჩატარებული და ქართველ ფეხბურთელებს არცერთხელ არ მოუგიათ. აღსანიშნავია, რომ 9 ვე შეხვედრაში ირლანდიელებმა ქართველებს გოლი გაუტანეს. დუბლინში გამართული 5 შეხვედრიდან ქართველმა ფეხბურთელებმა ხუთივე დათმეს.

გატყდება თუ არა ნავსი ხვალ – დაასრულებს თუ არა საქართელოს ნაკრები ირლანდიასთან მოუგებელ 9 მატჩიან სერიას? დასრულდება თუ არა საქართველოს ნაკრების მარცხიანი 5 მატჩიანი სერია დუბლინში? იქნება თუ არა ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში პირველი მატჩი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები საკუთარ კარს მშრალად შეინახავენ?

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...