გათამაშება თიბისი-ს კლიენტებისთვის – Apple-ის პროდუქცია, ფულადი პრიზები და ბინა გუდაურში

წამახალისებელი გათამაშება თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის! მათ, ვინც უკვე სარგებლობს ან ახლა ისარგებლებს თიბისი ბანკის ინტერნეტბანკით, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ აქციაში და მოიგონ – Apple-ის პროდუქცია, ფულადი პრიზები და სუპერპრიზი – ბინა გუდაურში

აქციის ფარგლებში შედგება სამი გათამაშება, რომლის შედეგადაც ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლები სხვადასხვა პრიზს მოიგებენ. ბინა ფინალურ ეტაპზე, 15 იანვარს გათამაშდება. გათამაშებაში მონაწილეობა შუძლია ყველას, ვინც 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თიბისი ბანკის ინტერნეტ ან მობაილბანკით ნებისმიერ ოპერაციას განახორციელებს.

თითოეული ოპერაციიდან მომხმარებლები გარკვეული რაოდენობის ქულებს დააგროვებენ. 5 დაგროვილ ქულაზე კი გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. ქულების დაგროვების პრინციპი ასეთია:

• ინტერნეტბანკში შესვლა – 1 ქულა
• პირად ანგარიშებს შორის გადარიცხვა ან კონვერტაცია – 2 ქულა
• ნებისმიერი სხვა ტიპის გადარიცხვა – 2 ქულა
• ინტერნეტბანკით ანაბრის გახსნა ან სხვა საბანკო პროდუქტის შეძენა- 2 ქულა
• საკრედიტო ლიმიტის ზრდა ან წინასწარ დამტკიცებული ავტომატური სესხის აღება – 2 ქულა.
მობაილბანკით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე გაორმაგებული ქულები ირიცხება.

დაგროვილი ბილეთების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლები მოკლედ ტექსტური შეტყობინებით მიიღებენ. გათამაშების გამარჯვებულები 11 ნოემბერს, 11 დეკემბერს და 15 იანვარს გახდება ცნობილი.

• 11 ნოემბერს გათამაშდება 10 iPad mini
• 11 დეკემბერს – 10 iPhone6
• 15 იანვარს, ფინალურ ეტაპზე, 10 გამარჯვებულს გადაეცემა 1000 ლარი, ხოლო სუპერ პრიზის მგლობელს – ბინა გუდაურში.
გათამაშების შედეგები გამოქვეყნდება თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://www.tbcbank.ge/web/ka

იჩქარეთ, გამოიყენეთ თქვენი შანსი, ჩაერთეთ გათამაშებაში და მოიგეთ!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად