გასული ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში COVID19-ით ინფიცირების 34 შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 პაციენტი აქტიური ფორმით და 11 ასიმპტომური. ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ქვეყნის შიგნით დაფიქსირდა 15 აქტიური შემთხვევა, ყველა სინძიან-უიღურის ავტონომიურ რეგიონში. კიდევ რვა აქტიური და ყველა ასიმპტომური შემთხვევა იყო იმპორტირებული.

წინა დღის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 45 ახალი შემთხვევა, 31 აქტიური და 14 ასიმპტომური.

გასული წლის დეკემბრიდან დღემდე, ჩინეთში 4,634 ადამიანი გახდა კორონავირუსის მსხვერპლი და დაფიქსირდა ინფექციის 84,619 აქტიური შემთხვევა, აქედან 2,134 იმპორტირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად