გასული დღის განმავლობაში, მექსიკაში COVID19-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 784-ით გაიზარდა

გასული დღის განმავლობაში მექსიკაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 784-ით გაიზარდა და 47,472-ს მიაღწია, ამის შესახებ მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა მექსიკაში 434,193-მდე გაიზარდა.

ლოპეს-გატელის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის შედეგად უკვე განკურნა 284,847 ადამიანი.

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ ვუჰანში, ინფექციის გაჩენის შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი იყო კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად აღიარა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, ხოლო დაიღუპა 670 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად