გასული დღის განმავლობაში, კიევი-პეჩერის ლავრაში, Covid-19-ით 26 პირი დაინფიცირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, კიევში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირების 41 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 26 ადამიანი კიევი-პეჩერის ლავრაში დაინფიცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კიევის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს ცუდი სიახლეები მაქვს. გასული 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიეველების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა გასულ დღეებთან შედარებით  – 41 ადამიანით. მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული შემთხვევებიდან, რაც გასული 24 საათის განმავლობაში დადასტურდა, 26 შემთხვევა კიევი-პეჩერის ლავრიდან არის”, – ამბობს დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო.

“რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იქნება ინფექციის გადადების მომდევნო შემთხვევა”, – აღნიშნავს იგი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად