გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში, COVID-19-ის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსული ინფექციის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან რვა აქტიურია, ხოლო 15 – ასიმპტომური.

ყველა აქტიური და 14 ასიმპტომური შემთხვევაა “იმპორტირებულია”.

წინა დღეს, კორონავირუსული ინფექციის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხი აქტიური და 11 ასიმპტომური. აქტიური შემთხვევებიდან ერთი რეგისტრირებულია პეკინში, სამი კი იმპორტირებული იყო.

გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ჩინეთში, კორონავირუსის მსხვერპლი 4 634 ადამიანი გახდა, ხოლო დაინფიცირდა 83 565 ადამიანი, რომელთაგან 1 942 იმპორტირებული შემთხვევა იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად