გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ერთი კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 144 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 43-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.
რეგიონში რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აჭარის კლინიკებში 446 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 345 ონლაინკლინიკაში – 738.
რეგიონში სულ 5 272 ადამიანი აიცრა, მათ შორის „ფაიზერის“ ვაქცინით – 2 898, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით – 1 662, „სინოფარმის“ ვაქცინით – 712 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...