გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 38,845 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა 38,8 ათასით გაიზარდა, ხოლო გარდაიცვალა 200-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ იტყობინება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც მონაცემებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მაჩვენებლებზე დაყრდნობით ადგენს.

უნივერსიტეტის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 38,845 შემთხვევა გამოვლინდა. 42 597 შემთხვევა დაფიქსირდა წინა დღით, ხოლო გარდაიცვალა 264 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში მთლიანობაში ინფიცირების 2,549,069 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 125,803 ადამიანი. აღინიშნება, რომ ქვეყანაში 685 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ასევე უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, 500 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად