გასული 24 საათის განმავლობაში, ტოკიოში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, ტოკიოში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, გამოვლინდა 220-ზე ემტი შემთხვევა.

ეს ზრდა რეკორდულია ტოკიოსთვის იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების დაწყების დღიდან. დედაქალაქის ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს, პირველად გასულ კვირაში, ახალი შემთხვევების ზრდა 100-ზე ქვემოთ დაეცა. ტოკიოში ახალი შემთხვევების უმრავლესობა 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება, რომლებიც აქტიურ ღამის ცხოვრებას ეწევიან.

იაპონიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ, მათ შორის საკრუიზო გემ Diamond Princess-ის მგზარებისა და ეკიპაჟის ჩათვლით, 21 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 995-ია, ხოლო გამოჯანმრთელდა 18 ათასი ადამიანი. ინტენსიური თერაპიის პალატებში 36 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად