გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში გამოკვლეული 202 ნიმუშიდან Covid 19-ზე ყველა უარყოფითია

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 202 ნიმუშიდან Covid 19-ზე ყველა უარყოფითია.

ლამის შესახებ “აიპრესს” ლაბორატორიაში განუცხადეს.

გამოკვლეულთა შორის იყვნენ საკარანტინო სივრცეებსა და კლინიკებში მყოფი საეჭვო სიმპტომების მქონე პირები, ასევე სამედიცინო პერსონალი.

იმერეთის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ ეტაპზე 3 პაციენტი მკურნალობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად