გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 16 პაციენტი შეიყვანეს

პაციენტების ნაწილი გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის რეგიონიდან არიან.

პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და და ბავშვები.

ამ დროისათვის კოვიდცენტრში 85 პაციენტი იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.

ამ დრომდე კი ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად