გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, გასული 24 საათის განმავლობაში, 688 ათასით გაიზარდა და 92.5 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობა 14.7 ათასზე მეტია.

ჯანმოს სტატისტიკური მონაცემები ითვალისწინებს მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ქვეყნების მიერ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების 54%-ზე მეტი დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (373,931), მას მოსდევს ევროპა (219,615) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (30 500).

დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა აშშ-ში – 23 097 938. მას მოსდევს ინდოეთი (10 542 841), ბრაზილია (8 324 294), რუსეთი (3 544 623), დიდი ბრიტანეთი (3 316 023), საფრანგეთი (2 825 764), იტალია (2,352,423), ესპანეთი (2,211,967), გერმანია (2,019,636), კოლუმბია (1,849,101), არგენტინა (1,770,715) და მექსიკა (1,588,369).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად