გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ხუთ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. გასული 24 საათის განმავლობაში, ვირუსით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. სამი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კლინკა „მედინაში“, ერთი კი, ქობულეთის სამედიცინო ცენტში გარდაიცვალა. მათი ასაკი 40-დან 81 წელია.

„1. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო -კაცი 81 წლის, შევიდა: 14.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020; დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; შოკი. 2. გარდაცვალება რესპუბლიკური საავადმყოფო -ქალი 49 წლის, შევიდა: 18.10.2020, გარდაიცვალა: 21.10.2020; დიაგნოზი: კოვიდ 19; ორმხრივი პნევმონია; სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ანემია; შოკი; დაუზუსტებელი გულის გაჩერება; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა; დიალიზდამოკიდებული; 3. გარდაცვალება -ესპუბლიკური საავადმყოფო-კაცი 40 წლის; გარდაცვალების დრო: 21.10.20წ 03:10; თანმხლები: კოვიდ 19, ცე ჰეპატიტი, ღვიძლის დაავადება; 4. კლინიკა მედინა -კაცი, 66 წლის; შესვლის თარიღი 20.10.2020 გარდაცვალების 21 10 2020 23:15; დიაგნოზი: მიოკარდიუმის ინფარქტი; მძიმე სარქვლოვანი პატოლოგია; მარჯვენამხრივი; კოვიდ 19; პნევმონია; 5. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი-60 წლის კაცი-გარდაცვალება: 21.10.2020; დიაგნოზი: ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის უკმარისობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად