გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით რეგიონში 7 ადამიანი გარდაიცვალა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში, 4 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში გარდაიცვალა, 2 ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, ხოლო 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

“72 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 15.10.2020, 15:10, გარდაიცვალა 27.10.2020, 21:10 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტ. ჰიპერტენზია. 83 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 10.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, ენცეფალოპატია, შოკი, გულის გაჩერება. თანმხლები: გულის ათეროსკლეზური დაავადება, გულის უკმარისობა. 59 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 22.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატოლი დისტრეს სინდრომი. თანმხლები: თირკმლის ქრონიკული დაავადება. 81 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 14.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატოლი დისტრეს სინდრომი, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. 57 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა 17.10.2020, გარდაიცვალა 27.10.2020, დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა,გულის ქრ.უკმარისობა, მოციმციმე არითმია. 72 წლის კაცი, 20.10.2020 გარდაცვალება 28.10.2020 დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ალცჰეიმერის დაავადება. 90 წლის კაცი, დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია ბაქტერიული, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გულის მწვავე უკმარისობა”, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად