გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში COVID19-ის 980 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რეგიონში ანტიგენზე დამაყრებული ტესტირება უკვე დაწყებულია. ახალი შემთხვევებიდან 400 სწორედ ამის შედეგად დადასტურდა.

ზვიად შალამბერიძემ მედიასთან, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების რაოდენობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საწოლფონდი ინფიცირებულთა მატების შესაბამისად იზრდება. 1200-მდე საწოლი მობილიზებულია, რასაც ხვალიდან ახალი კლინიკა ინტერვენციული მედიცინის ცენტრი დაემატა, სადაც 55 კოვიდინფიცირებულის მოთავსება იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად