გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 181 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 6106 პაციენტი.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარაში, Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 641 პაციენტი. მათ შორის 80 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 12 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
Covid სასტუმროებში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 1110 პაციენტი რჩება.

აჭარაში 2205 პირი იმყოფება კარანტინში, ხოლო თვითიზოლაციაში 10852 პირი.

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად