გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 172 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელებულია 5191 პაციენტი.

“აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 640 პაციენტი, 20 არასრულწლივანი, 30 ოსრული. – რეანიმაციაში მოთავსებულია – 79 პაციენტი. – თავისუფალი საწოლები- 36. Covid სასტუმროებში- 1003, არასრულწლოვანი – 82.
აჭარაში ბინაზე 1500-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი.
69 წლის კაცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აღნიშული ინფორმაცია, ცნობილი, გუშინ გახდა”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად