გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 65 და 80 წლის ქალები გარდაიცვალნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.

უწყების ცნობით, 80 წლის ქალი, სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 23 სექტემბერს შეიყვანა დიაგნოზით- COVID -19. პაციენტს აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: ინსულტი, მყარი ნარჩენი მოვლენებით.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი 4 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მეორე გარდაცვლილო, 65 წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, COVID -19-ის დიაგნოზით შეიყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი, კომა.

“პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 ოქტომბერს გარდაიცვალა“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად