გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა.

“გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. დაახლოებით, 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ სასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს – 463 პაციენტი, მათ შორის, 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. – რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია – 24 პაციენტი”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება – 957 პაციენტი, მ.შ 65 არასრულწლოვანი. ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 553 პირს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად