გასული 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში COVID-ით ინფიცირების 60 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 60 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ექიმებმა გამოავლინეს ინფიცირების 60,315 ახალი შემთხვევა და კიდევ 933 გარდაცვლილი

უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის დაწყების დღიდან შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 8,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 221,083 პაციენტი. 3,2 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში, უნივერსიტეტის მონაცემებით, დაფიქსირებულია ინფიცირების 40.8 მილიონზე მეტი შემთხვევა, 1.1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 27.9 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად